„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის სეზონის პერიოდში გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის განმსაზღვრელი ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №35.35.1487 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
07.17.213
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი
2013-02-26
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-28
სარეგისტრაციო კოდი
040030000.37.101.016146
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის სეზონის პერიოდში გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის განმსაზღვრელი ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №35.35.1487 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №07.17.213

2013 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის სეზონის პერიოდში გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის განმსაზღვრელი ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №35.35.1487 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის სეზონის პერიოდში გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის განმსაზღვრელი ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №35.35.1487 (გამოქვეყნების თარიღი: ვებგვერდი, 111228050, 29/12/2011) დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის სეზონის პერიოდში გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობის განსაზღვრის წესში  შევიდეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი:

„მუხლი 7. ინსტრუქტორის მომსახურების საფასური

სამთო-სათხილამურო სეზონის პერიოდში  ინსტრუქტორის მომსახურების საფასური განისაზღვროს საათში 30 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერის მოადგილედავით ალავიძე

კრებსითი — სრული ვერსია