|
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა: |
1.
გამგებელის თანამდებობის დასაკავებლად – უმაღლესი განათლება, უცხო ენის ცოდნა, საოფისე პროგრამების ცოდნა, ინტერნეტის მოხმარების უნარი და არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება; |
2.
გამგებლის მოადგილის და საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად - უმაღლესი განათლება, საოფისე პროგრამების ცოდნა, ინტერნეტის მოხმარების უნარი, უცხო ენის ცოდნა და არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; |
3.
სამსახურის უფროსის , განყოფილების უფროსის და გამგებლის თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად – არანაკლებ 1- წლიანი სამუშაო გამოცდილება , უცხო ენის ცოდნა საოფისე პროგრამების ცოდნა , ინტერნეტის მოხმარების უნარი , უმაღლესი განათლება ;
31. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად - საოფისე პროგრამების ცოდნა , ინტერნეტის მოხმარების უნარი , უმაღლესი ან საშუალო - სპეციალური განათლება , არანაკლებ 1- წლიანი სამუშაო გამოცდილება , უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად .
|
4.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის (აპარატის უფროსის გარდა) და დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის უმცროსის საჯარო თანამდებობის დასაკავებლად – საოფისე პროგრამების ცოდნა, ინტერნეტის მოხმარების უნარი, უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
|
5.
ამ დადგენილების №1 დანართში მითითებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა სავალდებულოა დადგენილების პირველი მუხლის 1- ლი , მე -2, მე -3 და მე -4 პუნქტში მითითებული ყველა კანდიდატისათვის . დადგენილების №1 დანართის მე -7, მე -8, მე -9, მე -10 და მე -11 მუხლებში მითითებული კანონმდებლობის ცოდნა სავალდებულო არ არის ამ დადგენილების პირველი მუხლის 31 და მე -4 პუნქტში მითითებული კანდიდატებისათვის .
51. ეს დადგენილება არ ვრცელდება დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის უმცროსი საჯარო თნამდებობის პირებზე გარდა მთავარი სპეციალისტისა . დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 მარტის დადგენილება № 11 - ვებგვერდი, 22.03.2013წ. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 02.12.2013წ.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებისათვის სავალდებულო პროგრამა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნის სფეროში
|
| მუხლი 1 |
საქართველოს კონსტიტუცია; |
| მუხლი 2 |
ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ.
|
| მუხლი 3 |
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი. |
| მუხლი 4 |
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება.
|
| მუხლი 5 |
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება.
|
| მუხლი 6 |
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. |
| მუხლი 7 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი. |
| მუხლი 8 |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. |
| მუხლი 9 |
„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონი. |
| მუხლი 10 |
საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“. |
| მუხლი 11 |
„სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი. |