შევიდეს ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 დეკემბრის №42 დადგენილებაში (ვებგვერდი, 31/12/2012, სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.113.016117) და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახთა მდგომარეობას შეისწავლის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების შემსწავლელი დროებითი კომისია. დროებითი კომისია შეარჩევს პრიორიტეტულად მიჩნეულ რამდენიმე ოჯახს.“.
|