|
„დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრბულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20
მუხლის მე-4 პუნქტის
შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს № 31 დადგენილებით (სსმ.22, 07/09/2010 ს/კ 010260020.35.152.000641) დამტკიცებული, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების
მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, ჩასატარებელ ღონისძიებათა დაგეგმვას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ბ
) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
გ) ხალხური შემოქმედების, თეატრალურ, მუსიკალურ, მხატვრულ და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობას;
დ) მუსიკის, თეატრის და ხელოვნების სხვა დარგების, ასევე სპორტის სფეროში მოღვაწეთა წარმოჩენას და მათ პოპულარიზაციას.“
ე
) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|