|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-12, 35-ე მუხლების, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 25-ე მუხლის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – რესურსცენტრის უფროსის თანამდებობისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება; ბ) განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 2 წელი; გ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა; დ) ასაკი: 21 წლიდან; ე) კომპიუტერული პროგრამების (Windows office: Ms.Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet ) სრულყოფილი ცოდნა; ვ) კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმართვის გამოცდილება, კონფლიქტების მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი; ზ) საქმიანი ურთიერთობების წარმოების უნარ-ჩვევები, საკუთარი შეხედულებების დასაბუთებისა და დაცვის უნარი; ზ 1 ) მენეჯერული უნარ - ჩვევები , ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა , ანალიტიკური აზროვნება , დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და დროის მართვის უნარ - ჩვევები , ფუნქციური წერის უნარი , პროფესიული უნარ - ჩვევები ; თ) ნორმატიული აქტების ცოდნა: თ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; თ.ბ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი’’; თ.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; თ.დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; თ.ე) ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი; თ.ვ) ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონი; თ.ზ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი; თ.თ) ,,პროფესიული განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი; თ.ი) ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 12 ივლისის ბრძანება № 169 – ვებგვერდი, 1 5.07 .2013წ. |
2.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – რესურსცენტრის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად სასურველია:
ა) უცხო (ინგლისური, რუსული) ენ(ებ)ის ცოდნა; ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება; გ) ადამიანური რესურსების/გუნდის მართვის გამოცდილება. |
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - რესურსცენტრის უფროსის თანამდებობისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მაისის №243 ბრძანება. |
4.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|