|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ საჯარო სამართლი ს
იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ “
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის
№ 1-1/585 ბრძანებით დამტკიცებულ „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულებაში “
შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება :
|
1.
დებულების მე -5 მუხლის 1- ლი პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ გ ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ;“
|
2.
დებულების მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) ანალიტიკური სამსახური“. |
3.
დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:
„მუხლი 131. ანალიტიკური სამსახური ანალიტიკური სამსახური: ა) სააგენტოს სხვადასხვა დეპარტამენტების მონაცემების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს სტატისტიკურ და სტრატეგიულ მიმართულებებს; ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით განსაზღვრავს სააგენტოს სწორ პრიორიტეტებს და ხელს უწყობს მათ განვითარებას; გ) მონაწილეობს გემების მოზიდვის პოლიტიკის შემუშავებაში და შესაბამისი კონკრეტული სტრატეგიის შემუშავებაში; დ) ახორციელებს საზღვაო სფეროში განვითარებული მოვლენების მონიტორინგს და უზრუნველყოფს სააგენტოს საქმიანობის სიახლეებთან შესაბამისობას; ე) შეიმუშავებს საქართველოს საზღვაო ფლოტის ჩამოყალიბების პრინციპებს; ვ) ახორციელებს გემების კონკრეტულ ბაზრებზე არსებული კონიუნქტურის შესწავლას, დაფინანსების სწორი სქემის შემუშავებას, რისკ-ფაქტორების გამოვლენასა და შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების დამუშავებას; ზ) ურთიერთობს საერთაშორისო სურვეირულ-შემფასებელ, სადაზღვევო ორგანიზაციებთან, მოიპოვებს/შეისწავლის შესაბამის რეკომენდაციებს და ხელს უწყობს თანამშრომლობის განვითარებას; თ) წარუდგენს სააგენტოს დირექტორს ყოველთვიურ ანგარიშებს მის საქმიანობასთან/კვლევებთან დაკავშირებით; ი) ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|