,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005, წლის 2 ივნისის №269 ბრძანების (სსმ, 69, 10/06/2005 სარეგისტრაციო კოდი: 430.210.000.22.022.007.459) მე-3 პუნქტით დამტკიცებული დანართი 6-ის:
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) საგანმანათლებლო დაწესებულების სრულ იურიდიულ დასახელებას (ქართულად და ინგლისურად) ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის დასრულების წელს არსებული მდგომარეობით;“;
ბ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
,,3. საბაზო და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − ატესტატის დუბლიკატი ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“-,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემებიდან უნდა შეიცავდეს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებსაც ითვალისწინებდა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს დამტკიცებული საბაზო და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − ატესტატის ფორმა.“.
|