|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად: |
1.
ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა თემის განვითარების ცენტრი (შემდეგში – ცენტრი). |
2.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2013 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. |
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა თემის განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 ივლისის N366 ბრძანებულება. |
4.
ეს ბრძანებულება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
5.
ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 აპრილიდან. |
|