ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5
მიმღები ორგანო
ქურთას მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-02-04
გამოქვეყნების თარიღი
2015-09-07
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.146.016036
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
 

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2013 წლის 4 თებერვალი

ქ. გორი

 

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 326 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 


1. ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებად წევრს საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად უფლებამოსილების განხორციელებისათვის განესაზღვროს ხარჯების სახით თვეში 397 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარის ოდენობით.

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №57 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.  

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2015  წლის  7 სექტემბრის დადგენილება  №14 - ვებგვერდი, 07.09.2015წ.

2.  

დაევალოს ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს განახორციელოს ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურებისათვის საკრებულოს წევრის საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის აღრიცხვის წარმოება.

3. ამ დადგენილების პირველ პუნქტში მითითებული ხარჯების ანაზღაურებისათვის საკრებულოს წევრებს ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა არ ევალებათ.
4. ამ დადგენილების პირველ პუნქტში მითითებული ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად.
5. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ნებიერიძე

კრებსითი — სრული ვერსია