"სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1849
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-03-19
გამოქვეყნების თარიღი
1999-04-06
სარეგისტრაციო კოდი
120.260.020.05.001.000.503
"სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.97) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ" ქვეპუნქტში სიტყვების „შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების" შემდეგ დაემატოს სიტყვები „დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის".

2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვების „სახელმწიფო უშიშროების და შინაგან საქმეთა სამინისტროების" შემდეგ დაემატოს სიტყვები „დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის".

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 19 მარტი.

№1849–IIs

 

კრებსითი — სრული ვერსია