„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2
მიმღები ორგანო
აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-02-01
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-06
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.110.016110
„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

                                                                                                       

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2013 წლის 1 თებერვალი

ქ. აბაშა



 

,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,   აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ”  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №19 დადგენილებაში, კერძოდ:

ა) დებულების მე-5 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. აპარატის სტრუქტურული ერთეულები

1. აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:

ა)  იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილება;

ბ) სოციალურ საკითხთა განყოფილება;";

ბ. დებულებას დაემატოს 511 მუხლი

,,მუხლი 511.  სოციალურ საკითხთა განყოფილება

სოციალურ საკითხთა განყოფილება:

 ა) რეაგირებას ახდენს სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით შემოსულ კორესპონდენციაზე;

 ბ) უზრუნველყოფს ინფორმაციის მიღებას ტერიტორიული ერთეულის შესაბამისი სამსახურებისაგან სოციალურ საკითხებზე;                 

 გ) უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადებას;

 დ)  ახორციელებს სოციალურად დაუცველი კონტინგენტის ერთიანი კომპიუტერული ბაზის ფორმირებას;

ე) უზრუნველყოფს ინფორმაციის მოძიებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ახორციელებენ სოციალურ პროგრამებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

 ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.”.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თოფურია

კრებსითი — სრული ვერსია