|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზრაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები დანართი №1-ის და №2-ის შესაბამისად:
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვალის №7 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი N1
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 22.07.2014წ. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 10.11.2014წ. |
დანართი N2
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 10.11.2014წ. |