„ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 24 დეკემბრის N28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მერის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი
2013-01-15
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-16
სარეგისტრაციო კოდი
010250000.52.101.016069
„ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 24 დეკემბრის N28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქ. თბილისის მერის

ბრძანება №2

2013 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 24 დეკემბრის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
.,,ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 24 დეკემბრის №28 ბრძანებით (სსმ, 72 31/12/2010 წ., სარეგისტრაციო კოდი 010250000.52.101.016003) დამტკიცებულ „ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გასცემს საჯარო ინფორმაციას და ამზადებს საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისთვის წარსადგენ ანგარიშს;“;

ბ) მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) უზრუნველყოფს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემას;“.

მუხლი 2
ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერიგიორგი უგულავა

კრებსითი — სრული ვერსია