"საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1740
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1998-12-23
გამოქვეყნების თარიღი
1998-12-31
სარეგისტრაციო კოდი
190.020.000.05.001.000.464
"საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17, ივლისი, 1996) 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. „საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის ვადა განისაზღვროს 1999 წლის 1 თებერვლამდე.“, ხოლო ამავე მუხლის პირველი აბზაცი ჩაითვალოს პირველ პუნქტად.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი  ე. შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 23 დეკემბერი.

№1740-რს

 

კრებსითი — სრული ვერსია