1.
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №48 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 16/01/2012; 280120000.35.143.016082) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად უფლებამოსილების განხორციელებისათვის განესაზღვროს ხარჯების ანაზღაურების ლიმიტი (ზღვრული ოდენობა) თვეში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით".
|