,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტას’’ დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის N321 ბრძანებით (სსმ III, 24.11.2005., №136, მუხ.1515) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ნ3“ და ,,ნ4’’ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ნ3) ,,ცენტრისათვის’’ მართვის უფლებით გადაცემული იურიდიული პირების მართვა და კონტროლი მესაკუთრის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;
ნ4) ,,ცენტრის’’ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის (მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის) კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტურობის შემოწმება.“.
2. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|