ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2
მიმღები ორგანო
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-01-04
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-10
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.139.016076
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

                                                                                                      

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №2

2013 წლის 4 იანვარი

ქ.ბორჯომი

 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

       „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა  დ  გ  ე  ნ  ს  :

 


მუხლი 1
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ივლისის  №15 დადგენილებაში  (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11 – 13.08.2010 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „ყოველი თვის მეორე პარასკევს" შეიცვალოს სიტყვებით „ყოველი თვის მესამე პარასკევს (თუ პარასკევი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს)“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს მორიგი სხდომები, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით, მოიწვევა თვეში ერთხელ . საკრებულოს სხდომა ტარდება, როგორც წესი, ყოველი თვის მესამე პარასკევს (თუ პარასკევი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს).".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ქურდაძე

კრებსითი — სრული ვერსია