„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, 2010 წ., №168) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. №1 დანართის (სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების ) მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სამედიცინო აპარატურა არ უნდა იყოს გამოშვებული 1998 წელზე ადრე. ამასთან, 2014 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა იყოს დაკალიბრებული და/ან უსაფრთხოებაზე ტესტირებული (გააჩნდეს ინსპექტირების დამადასტურებელი დოკუმენტი) კანონმდებლობის შესაბამისად. დაკალიბრებასა და/ან უსაფრთხოებაზე ტესტირებას დაქვემდებარებული შესაბამისი აპარატურის ნუსხა განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.“.
2. №2 დანართის (სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების) მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სამედიცინო აპარატურა არ უნდა იყოს გამოშვებული 1998 წელზე ადრე. ამასთან, 2014 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა იყოს დაკალიბრებული და/ან უსაფრთხოებაზე ტესტირებული (გააჩნდეს ინსპექტირების დამადასტურებელი დოკუმენტი) კანონმდებლობის შესაბამისად. დაკალიბრებასა და/ან უსაფრთხოებაზე ტესტირებას დაქვემდებარებული შესაბამისი აპარატურის ნუსხა განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.“.
|