სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 ნოემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
35
მიმღები ორგანო
სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-04
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.108.016114
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 ნოემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

                                                                              

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №35

2012 წლის 28 დეკემბერი

ქ. სენაკი

 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 ნოემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ,,სენაკის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 ნოემბრის №51 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 25/11/2011წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016071). შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. დამტკიცებულ იქნეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების (საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის და ა.შ.) განხორცილებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ლიმიტი (ზღვრული ოდენობა) - 400 (ოთხასი)  ლარის ოდენობით.

ა) პირველ პუნქტში მითითებული ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად.“.
2. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემურად შამათავა

კრებსითი — სრული ვერსია