|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 326 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად , ამომრჩევლებთან შესახვედრად , საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად უფლებამოსილების განხორციელებისათვის განესაზღვროს ხარჯების ანაზღაურების ლიმიტი ( ზღვრული ოდენობა ) თვეში 500 ( ხუთასი ) ლარის ოდენობით .
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 9 იანვრის დადგენილება № 3 - ვებგვერდი, 15.01.2013წ. |
2.
დაევალოს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს განახორციელოს ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურებისათვის შესაბამისი აღრიცხვის წარმოება. |
3.
ამ დადგენილების პირველ პუნქტში მითითებული ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად. |
4.
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან. |
|