„საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
463
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-12-11
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-13
სარეგისტრაციო კოდი
010220020.10.003.017139
„საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №463

2012 წლის 11 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმ­წიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომი­სიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბ­რის №108 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, მუხლი 1160) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„2. ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუ­ჯე­ტო კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის დარგობ­რი­­ვი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმ­ჯდო­­მარეს, გენერალურ აუდიტორს, ქალაქ თბილისის მერს, საქარ­თვე­­­ლოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და სსიპ - საქართვე­ლოს სტატის­ტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექ­ტორს, რომ წევრის სტატუსით მონაწილეობა მიიღონ სახელმ­წიფო საში­ნაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის მუშაო­ბაში.

3. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2014 წლის 1 იანვრამდე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია