1.
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ხორუმის“ დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 8 დეკემბრის №40 დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ხორუმის“ დებულებაში (გაზეთი ,,აჭარა“ №142 (23.207), 12.12.09) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ანსამბლს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც მთავრობის უფლებამოსილების ვადით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საკუთარი ინიციატივით ან მინისტრის წარდგინებით“. |