1.
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში (სსმ III, 1998 წ., №3, მუხ.73) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების XIV თავის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,12. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, გაერთიანებული შტაბის უფროსის დავალებით, გაერთიანებული შტაბის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.“. |