ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
23
მიმღები ორგანო
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-11-19
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-11
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.141.016075
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 11.02.2013, №1)

 

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №23

2012 წლის 19 ნოემბერი

ქ. ახალქალაქი

 

  ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ 2005 წლის 29 აგვისტოს №726  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთი №1 დანართის შესაბამისად.
2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების  შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2012 წლის 7 თებერვალის  №4 დადგენილება.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს  2012 წლის 19 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჰამლეტ მოვსესიან



                                             დანართი №1
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები   

 

დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა

თანამდებობრივი სარგო

(ლარი)

საკრებულოს თავმჯდომარე

2650

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1700

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

1350

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1350

საკრებულოს აპარატი

აპარატის უფროსი

1000

სპეციალისტი

560

ხელშეკრულებით

მძღოლი

420

ინტერნეტ-საიტის მომსახურების  სპეციალისტი

420

სპეციალისტი სტატისტიკის საკითხებში

420

სპეციალისტი კულტურისა და განათლების საკითხებში

420

ცეცხლფარეში

350

ტექნიკური თანამშრომელი

200

 


კრებსითი — სრული ვერსია