„შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ“ 1979 წლის კონვენციის ოქმთან შეერთების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
1035
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-11-13
გამოქვეყნების თარიღი
2012-11-14
სარეგისტრაციო კოდი
480140000.08.002.016687
„შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ“ 1979 წლის კონვენციის ოქმთან შეერთების შესახებ
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1035

2012 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ“ 1979 წლის კონვენციის ოქმთან შეერთების შესახებ

,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. საქართველო შეუერთდეს „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ“ 1979 წლის კონვენციის ოქმს „ევროპაში ჰაერის დამაბინძურებლების შორ მანძილებზე გავრცელების მონიტორინგისა და შეფასების ერთობლივი პროგრამის (EMEP) გრძელვადიანი დაფინანსების თაობაზე“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ოქმთან საქართველოს შეერთების შესახებ და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია