|
„საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გ. ბარამიძისათვის ევროკავშირის პროგრამების ეროვნული კოორდინატორის ფუნქციების დაკისრების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 ნოემბრის №543 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გ. ბარამიძისათვის ევროკავშირის პროგრამების ეროვნული კოორდინატორის ფუნქციების დაკისრების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 ნოემბრის №543 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №138, მუხ. 1143) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების სათაური და პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილისათვის ევროკავშირის პროგრამების ეროვნული კოორდინატორის ფუნქციების დაკისრების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ალექსი პეტრიაშვილს დაეკისროს ევროკავშირის პროგრამების ეროვნული კოორდინატორის ფუნქციები:“. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|