„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების განკარგვისას,ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 31 აგვისტოს №123 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
166
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი
2012-10-31
გამოქვეყნების თარიღი
2012-11-06
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.123.016118
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების განკარგვისას,ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 31 აგვისტოს №123 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

                                                                                                                           

თვითმმართველი  ქალაქი ქუთაისის  საკრებულოს  

დადგენილება №166

2012 წლის 31 ოქტომბერი

ქ.ქუთაისი

 

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების განკარგვისას, ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 31 აგვისტოს №123 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 და 193 მუხლების, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ქალაქ ქუთაისის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების განკარგვისას, ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 31 აგვისტოს №123 დადგენილებაში /სსმ matsne@justice.gov.ge 08.09.2011.010250020.35.123.016075/, კერძოდ, დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. 2013 წლის 30 სექტემბრამდე, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, დასაშვებია თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების განკარგვისას, თავდაპირველად გამოყენებულ იქნეს საჯარო აუქციონის ფორმაც“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეამირანი ხვადაგიანი

კრებსითი — სრული ვერსია