|
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კაპიტალური მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 მარტის №17დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კაპიტალური მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 მარტის №17 დადგენილებაში (სსმ, 21/03/2012 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.105.016077) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა) დებულების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით შესრულებული სამშენებლო-საინჟინრო სამუშაოების, დემონტაჟის ინსპექტირება, მიღება-ჩაბარება, დოკუმენტაციის მოწესრიგება, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დარგის სამსახურისა და ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლების მონაწილეობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილების დანარჩენი ნაწილი დარჩეს უცვლელი. |
| მუხლი 3 |
მიღებული დადგენილება გადაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას; |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|