„ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
38
მიმღები ორგანო
ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-10-26
გამოქვეყნების თარიღი
2012-11-02
სარეგისტრაციო კოდი
280120000.35.143.016119
„ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №38

2012 წლის 26 ოქტომბერი

ქ. ხაშური

 

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, 16/01/2012, 280120000.35.143.016082) დამტკიცებული წესის 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 22. სოციალური დახმარების ფინანსური უზრუნველყოფა

წინამდებარე წესითა და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარება ფინანსდება ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი მთლიანი მოცულობა 435 000 ლარით განისაზღვრება.“.

2. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე

კრებსითი — სრული ვერსია