|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
განისაზღვროს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 მარტის №18 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 19 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 20.11.2012 წ.
|
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №42 - ვებგვერდი, 31.12.2012 წ.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ივლისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
|