„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
35
მიმღები ორგანო
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-10-22
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-24
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.158.016099
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №35

2012 წლის 22 ოქტომბერი

ქ.ბოლნისი

 

,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის №15 დადგენილებით (ვებგვერდი სსმ.matsne.gov.ge, 12/03/2012, 010250020.35.016079) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მუხლი 1
1. დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს ,,კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ“ ქვეპუნქტი:

,,ლ)მუნიციპალური შესყიდვების სამსახური;“.

2. დებულების მე-13 მუხლს 91 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 პუნქტი:

,,92.მუნიციპალური შესყიდვების სამსახური უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმის მომზადებას, სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას, ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას, მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას, შესყიდვის პროცესის საჯაროობასა და გამჭვირვალობას, შესყიდვების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას, შესყიდვის პროცედურის კანონიერების დაცვას, შესყიდვის მონაწილეთა მიმართ სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომას, ასევე  საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, მუნიციპალიტეტის ორგანობისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ საბიაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია