,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებით (ვებგვერდი, 220211, 22/02/2011, 360160000.22.022.016056) დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
,,5. თუკი თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარება ვერ ხერხდება ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დადგენილი წესით, ზემოაღნიშნული პირის მიმართვის საფუძველზე სკოლა უფლებამოსილია თავად განსაზღვროს ექსტერნატის გამოცდის ჩატარების და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები და უზრუნველყოს გამოცდების ჩატარება ამ დებულებით დადგენილი წესით.”. |