„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით (სსმ III, 01.10.2010, №126, მუხ.1840, 430030000.22.022.016012) დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების მე-11 მუხლის „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საგანმანათლებლო პროგრამა, გარდა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისა, არ ხორციელდება მხოლოდ მოწვეული პერსონალის, მკვლევრების ან მასწავლებლების მიერ.“ |