„საქართველოს უმაღლეს განათლებაში კვლევის ტექნოლოგიების დანერგვის და განვითარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ივნისის №203 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
426
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-10-10
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-11
სარეგისტრაციო კოდი
430210000.10.003.017100
„საქართველოს უმაღლეს განათლებაში კვლევის ტექნოლოგიების დანერგვის და განვითარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ივნისის №203 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №426

2012 წლის 10 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს უმაღლეს განათლებაში კვლევის ტექნოლოგიების დანერგვის და განვითარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ივნისის №203 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
 
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს უმაღლეს განათლებაში კვლევის ტექნოლოგიების დანერგვის და განვითარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ივნისის №203 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/06/2012, 430210000.10.003.016876) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად:
1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტად.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან 2 კვირაში უზრუნველყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტად რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულებისთანავე უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემა.“.
მუხლი 2
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების შესრულების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიივანე მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია