საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
418
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-10-06
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-20
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.017092
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

(ძალადაკარგულია – 20.06.2013, №153)

საქართველოს მთავრობის

 

დადგენილება №418

2012 წლის 6 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
   1. ნება დაერთოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, განიხილოს ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოს/თანამდებობის პირის შუამდგომლობა და მიიღოს გადაწყვეტილება საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.
   2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე შუამდგომლობას განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ იგი წარდგენილია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ;
ბ) საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ;
გ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიივანე მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია