„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
891
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-09-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-25
სარეგისტრაციო კოდი
140010000.08.002.016651
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №891

2012 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №152,  მუხ. 1389) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-17 პუნქტის „ლ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) 21-ე პუნქტის:

ბ.ა) „კ1“ ქვე პ უნქტი ამო ღ ებულ იქნეს;

ბ.ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედა ქ ციით:

„ნ) კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, მოსალოდნელი დანაშაულის თავიდან აცილებისათვის პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე, უ გ ზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და დაკავების, ამოუცნობი გვამების დადგენის უზრუნველყოფას; არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი პრევენციული ღონისძიებების ორგანიზებას მინისტრის მიერ დადგენილი წესით; თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპრ ო ცესო კოდექსით დადგენილი წესით სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას, კიბერდანაშაულის გამოძიებას; სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და სხვა ოპერ ა ტიული დანაყოფების კომპეტენციაში შემავალი ამოცანების შესრულების კონტროლს, მათი საქმიანობის კოორდინაციასა და ანალიზს; სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას; დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტის მიზნით სპეციალური ღონისძიებების განხორციელება ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულებას;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2012 წლის 24 სექტემბრიდან.

მ. სააკაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია