საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 3 86
2012 წლის 17 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ოქტომბრის №328 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ოქტომბრის №328 დადგენილებაში (სსმ, 29/10/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობების მე‑3 მუხლის მე‑5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მოსარგებლე ვალდებულია, მოძრავი ნივთის მზღვეველისათვის გადაცემის თაობაზე, გადაცემიდან არა უგვიანეს 1 თვისა, ინფორმაცია წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ან იმ ორგანოს, რომლისგანაც სარგებლობაში მიღებული აქვს ეს მოძრავი ნივთი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი