„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების)გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
22
მიმღები ორგანო
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-09-11
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-13
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.127.016072
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების)გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2012 წლის 11 სექტემბერი

ქ. ზესტაფონი     

 

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 შევიდეს ცვლილება ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ'' ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის №13 დადგენილების №1 დანართში (ვებგვერდი, 26/03/2012),    დაემატოს მე-7  მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

         „მუხლი 7

   მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე მდებარე მრავალსართულიან ბინებზე, საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.“

მუხლი 2
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ მასხარაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია