„ხონის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
19
მიმღები ორგანო
ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-09-10
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-13
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.119.016122
„ხონის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

 2012 წლის 10 სექტემბერი 

ქ. ხონი                                             

 „ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2012 წლის 21 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

        მუხლი 1

„ ხონის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2012 წლის 21 მარტის №9 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების დანართ №1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71“ .   მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მრავალსართულიან ბინებზე, საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.”.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საკრებულოს თავმჯდომარის     

მოვალეობის  შემსრულებელი                     რ. ფარცხალაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია