სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
დოკუმენტის ნომერი
02-1247/ო
მიმღები ორგანო
სამედიცინო საქმიანობის სახელწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი
2012-08-08
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-05
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-1247/ო

2012 წლის 8 აგვისტო

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 22-ე მუხლის, მე-6 და-7 პუნქტის ა ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს ,,იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოზე”   (მისამართი: ქ. ქუთაისი, ოცხელის ქ. №2) გაცემული ,,საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია” – სალიცენზიო მოწმობა №001873 , ბრძანება №821/ო , 01.11. 20010 წ.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის , ჯანმრთელობის ა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი , აკ. წერეთლის გამზირი №144) , ან სასამართლოში.

3 . ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

 

საფუძველი: შპს ,,იმერეთის რეგიონალური კლინიკური საავადმყოფოს” დირექტორის განცხადება №62055 , 07. 08. 2012 წ .

სააგენტოს უფროსი                                                         გ. თვალავაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია