„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს №261 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
346
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-08-29
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-30
სარეგისტრაციო კოდი
370040000.10.003.017019
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს №261 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 საქართველოს მთავრობის

დადგენილება №346

2012 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

„ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს №261 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე - 20 მუხლის მე - 4 პუნქტის შესაბამისად , „ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევ­რთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დად­გენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს №261 დადგენილებაში ( სსმ, 2010 წ., მუხ. 104) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე­‑8 მუხლს დაე­მატოს შემდეგი შინაარსის მე‑4 პუნქტი:

„4. ქ. თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგა­ნო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მოამზადოს და დაამტკიცოს მრა­ვალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიწის ნაკვეთის საზღვრ ები. აღნიშ­ნულ შემთხვევაში სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბ ამ ის სამ­სახურს მიწის ნაკვეთ( ებ)ის საზღვრების რეგისტრაციის მოთხოვნით მი­მარ­თავს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო.“.

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

პრემიერ - მინისტრი        ი . მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია