საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება № 71 4
2012 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
,, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ნოემბრის №888 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ნოემბრის №888 ბრძანებით (ვებგვერდი , 111118011, 22/11/2011 ) დამტკიცებულ შინაგანაწესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 3. სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 09 : 30 სთ - დან საღამოს 1 8 : 30 სთ - მდე . ’’.
2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. შვებულების მოთხოვნის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება მინისტრს , საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე 5 დღით ადრე მაინც .” .
3. მე-9 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამსახურეს საპატიოდ ჩაეთვლება წლის განმავლობაში არა უმეტეს 5 სამუშაო დღით სამსახურში გამოუცხადებლობა .”.
4. №3 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ამ ბრძანების მე-3 პუნქტი არ ვრცელდება ამ ბრძანების გამოცემამდე გამოყენებულ დღეებზე.
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
დანართი №3
სამსახურიდან დროებით გათავისუფლების მოთხოვნის ფორმა
| ვის | --------------------------- --------------------------------------- |
| ვისგან | სახელი, გვარი: |
| თანამდებობა: | |
| თარიღი: |
| სამსახურიდან დროებით გათავისუფლების მოთხოვნა | |
| სამსახურში დროებით არყოფნის პერიოდი | _________ დან _________ მდე |
| სამსახურიდან დროებით გათავისუფლებულ დღეთა ოდენობა |
|
| უშუალო უფროსი ინფორმირებულია | სახელი, გვარი |
| თანამდებობა |
დამატებითი ინფორმაცია ( ასეთის არსებობის შემთხვევაში )
-- -------------------------------------------------------------------------------------------- ----------------
--------------------------------------------------------------------------------------------- ------------------
შენიშვნა : მოსამსახურე სამსახურიდან დროებით გათავისუფლების შევსებულ ფორმას
წარუდგენს იმ ქვედანაყოფის ხელმძღვანელს , სადაც იგი მსახურობს .