„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
338
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-08-22
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-22
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.017011
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №338

2012 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, 2010 წ. , №168 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების (სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ) 21 დანართის (სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები) „საერთო სანებართვო პირობებს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32-ე პუნქტი:

 

„32

სტაციონარულ დაწესებულებაში უნდა არსებობდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეფასების შიდა სისტემა, რომლის ფუნქციონირების წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.“.

 

                                                                                                            

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან.

პრემიერ -მინისტრი    ი . მერაბიშვილი

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია