გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №23 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
30
მიმღები ორგანო
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-08-01
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-02
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.166.016075
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №23 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

      დადგენილება №30

        2012 წლის 1 აგვისტო

         ქ. გურჯაანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №23 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ ” ცვლილებებისა და დამატებ ის შეტანის თაობაზე

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ ” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №23 დადგენილებით დამტკიცებულ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში შეტანილ იქნ ეს შემდეგი ცვლილებები :

1. დებულების მე- 10 მუხლის მე-2 პუნქტის „უ ” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) სოფელ კაჭრეთის ტერიტორიული ორგანო; ”.

 2. დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „უ1 ” პუნქტი შემდეგი რედაქციით:

  „უ1) . სოფელ ზემო კაჭრეთის ტერიტორიული ორგანო; ”.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე . 

 საკრებულოს თავმჯდომარე             ზ . იაგანაშვილი   

კრებსითი — სრული ვერსია