„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს №70/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
149/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-07-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-03
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016415
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს №70/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება № 1 49/ნ

2012 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს №70/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

  მუხლი 1. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს №70/ნ ბრძანებით (სსმ III, 12.08.2010, №98, მუხ.1463) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს ცვლილება და:

ა) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „ მუხლი 5

ა ) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება ;

ბ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;

გ) საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;

დ) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;

ვ) სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება ნამსახურობის მიხედვით;

ზ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება;

თ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;

ი) სამინისტროში მოსამსახურეთა რეზერვის ფორმირება და მისი მიზნობრივი გამოყენება;

კ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი, სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის ბრძანებათა რეესტრის წარმოება;

მ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ნ) სამინისტროს საქმიანობის გეგმის შედგენის კოორდინაცია;

ო) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობის კოორდინაცია;

პ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ურთიერთობის კოორდინაცია;

ჟ) საზოგადოებრივი საბჭოს სხდომების ორგანიზება;

რ) სამინისტროს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შემუშავება;

ს) სამინისტროს თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის შემუშავების კოორდინაცია და სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ტ) სამინისტროს ვებგვერდის განახლება;

უ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

ფ) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის, არსებული წესის შესაბამისად;

ქ) სამინისტროს საშვთა ბიუროს მუშაობის უზრუნველყოფა;

ღ) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;

ყ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;

შ) პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით სამინისტროს საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება.

ბ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ხელს აწერს ადმინისტრაციის კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით მომზადებულ დოკუმენტებს, მათ შორის, ცნობებს სამინისტროს მოსამსახურეთა საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;’’;

გ) მე-4 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი IV

ადმინისტრაციაში შემავალი სტრუქტურული ერთეულები , მათი ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

    მუხლი 10

ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია :

ა ) საორგანიზაციო სამმართველო ;

ბ ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ;

გ ) საქმისწარმოების სამმართველო ;

დ ) რეგიონული კოორდინაციის სამმართველო;

ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო .

    მუხლი 11

საორგანიზაციო სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანები :

ა ) სამინისტროში გამართული სათათბირო სხდომის ოქმის წარმოება ;

ბ ) სამინისტროში გამართული სათათბირო სხდომების ოქმების , დავალებების შესაბამისად , სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა ;

გ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში , მინისტრისათვის ორგანიზაციულ - ტექნიკური მომსახურების გაწევა ;

დ ) სამინისტროს საქმიანობის გეგმის შედგენის კოორდი ­ ნაცია ;

ე ) სამინისტროს საშვთა ბიუროს მუშაობის უზრუნველყოფა ;

ვ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება .

    მუხლი 12

ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია :

ა ) კანონმდებლობით დადგენილი, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და შრომისუუნარობის ფურცლების აღრიცხვის წარმოება;

ბ ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის , სამსახურებრივი გადაადგი ­ ლე ­ ბის ( გადაყვანის ), გათავისუფლების , წახალისებისა და დის ­ ციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენე ­ ბის , შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პრო ­ ექტე ­ ბის მომზადება ;

გ ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამინისტროში დაცული საჯარო ინფორმაციის მოძიება და გასაცემად მომზადება , ან ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში , შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება ;

დ ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყოფა ;

ე ) სამინისტროს მოსამსახურეთა სამუშაო აღ ­ წე ­ რი ­ ლო ­ ბის შემუშავების კოორდინაცია და სამინისტროს სის ­ ტემის სა ­ კადრო რესურსების მართვის მიზნით რეკომენდა ­ ციე ­ ბის შემუ ­ შავება ;

ვ ) სამინისტროს სისტემაში , კანონმდებლობით დადგენილი წესით , კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება , აგ ­ რეთვე სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადა ­ წყვე ­ ტის უზრუნველყოფა ;

ზ ) ადამიანური რესურების სტაბილურობის , მოძრაობის და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების შემუშავება , პერიოდული ანალიზი , შეფასება ;

თ ) სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო სა ­ ბუთების გაფორმება ნამსახურობის მიხედვით ;

ი ) სამინისტროს საშტატო ნუსხისა და თანამ ­ დე ­ ბობ ­ რივი სარგოების შემუშავება ;

კ ) სამინისტროს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საჭირო ღონისძიებათა განხორციელება ; მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზი ; კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება ;

ლ) იმ პირთა აღრიცხვა, რომელთაც სასამართლოს გამამ­ტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუა­ლე­ბის მოხმარებისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშეწყო­ბისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის ჩა­მო­ერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებუ­ლება­ში საქმიანობის უფლება;

მ ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი შეს ­ რულების კონტროლი , სამინისტროს მო ­ სამ ­ სახურეთა შრო ­ მის დის ­ ციპლინის დაცვის კონტროლი ;

ნ ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება .

    მუხლი 13

საქმისწარმოების სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია :

ა ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება ;

ბ ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა ;

გ ) დოკუმენტაციის აღნუსხვა და რეგისტრაციაში გატარება ;

დ ) სამინისტროში შემოსული კორესპონდენციების პირველადი დამუშავების , წინასწარი გარჩევის , რეგისტრაციის , ინდექსაციის , ხელმძღვანელობის მიერ განხილვის , შემსრულებლებისათვის შესრულების ვადის განსაზღვრისა და შემსრულებელთათვის გადაცემის უზრუნველყოფა ;

ე) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღ ­ რი ­ ც ­ ხვა , დამუშავება და გადაცემა არქივისათვის , არსებული წესის თანახმად ;

ვ ) სამინისტროში შემოსული და სამინისტროდან გასული კორესპონდენციების სტატისტიკა , კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანისა და დროული რეაგირების უზრუნველყოფა ;

ზ ) საქმისწარმოებისთვის საჭირო ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების გამოყენების, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და კონტროლი;

თ ) მინისტრის ბრძანე ­ ბათა რეესტრის წარმოება ;

ი ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება , მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმა ­ ცია ­ სა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რე ­ ჟიმის დაცვის უზრუნველყოფა ;

კ ) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება ;

ლ ) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალე ­ ბათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა ;

მ ) საკონტროლო კორესპონდენციების განსაზღვრის უზრუნველყოფა ;

ნ ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება .

    მუხლი 14

რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანები :

ა ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობის კოორდინაცია ;

ბ ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანა ­ თ ­­ ლებლო რესურსცენტრების , სამინისტროს სისტემაში შემავა ­ ლი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინის ­ ტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ურთიერთობის კოორ ­ დინა ­ ცია ;

გ ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგად ­ საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და სა ­ მე ­ ურ ­ ვეო საბჭოს წევრების სამინისტროში სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების დამუშავება ;

დ ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეურვეო საბჭოებისა და დირექტორების არჩევნების კოორდინაცია ;

ე ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისგან ინფორმაციის მიღება / დამუშავება და საგანმანათლებლო რესურსცენტრებისათვის ინფორმაციის მიწოდება ;

ვ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა, მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრის, აგრეთვე სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრების წარმოება;

ზ ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება .

    მუხლი 15

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანები :

ა ) სხვადასხვა სახელ­მ­წიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იუ­რიდიულ პირებთან და არასამთავრობო ორ­­განი­ზაციებთან, თავისი კომ­პეტენ­ცი­ის ფარგლებში, სამინისტროს ურთიერთობის კო­ორ­­დი­ნაცია;

ბ ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერ ­ თო ­ ბა , სამინისტროს კომპეტენ ­ ციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება ;

გ ) მასმედიასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების , ბრი ­­­ ფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამო ­ ყე ­ ნებით , სამინისტროს საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმ ­ ვა და განხორციელება ;

დ ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინ ­ ფორმირება , მათ შორის , სამინისტროს საქმიანობის ამსახ ­ ვე ­ ლი საგამომცემლო მასალის მომზადება ;

ე ) სამინისტროს ვებგვერდის განახლება ;

ვ ) საზოგადოებრივი საბჭოს სხდომების ორგანიზება .’’.

  მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხ . დეკანოიძე

კრებსითი — სრული ვერსია