„საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივლისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
306
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-07-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-27
სარეგისტრაციო კოდი
310150000.10.003.016974
„საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივლისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №306

2012 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

  „საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივლისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივლისის №286 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge , 25/07/2012, 310150000.10.003.016959) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 4. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გაცემისათვის მომსახურების საფასური განისაზღვროს 200 ლარით, რომელიც ჩაირიცხება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ანგარიშ­ ზე.“.

მუხლი 2.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი              ი .  მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია