|
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისის №29 დადგენილებაში (სსმ, 04.06.2012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება, ჩოხარაუტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება და შეღვათი მოსაკრებლისაგან გადახდისაგან გათავისუფლებულია:
ა) სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა, თუ ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობი არ აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართობს; ბ) მოსაკრებლის განაკვეთი 50%-ით მცირდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ განაშენიანების დამატებით ფართობზე, რომლითაც იგი აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართობს“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|