საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №587
2012 წლის 1 7 ივ ლ ისი
ქ. თბილისი
,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულები ს (სსმ, III ნაწ., 2006 წ., №88, მუხ. 1169) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი მუხლის:
ა) მე-3 პუნქტში სიტყვები: ,,სამოქალაქო რეესტრის“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების“;
ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-13 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი