„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 28 ივნისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
38
მიმღები ორგანო
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი
2012-07-12
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-17
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.132.016128
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 28 ივნისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №38

2012 წლის 12 ივლისი

ქ. ბათუმი

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 28 ივნისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონი ს მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

1. „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 28 ივნისის №37 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) ყველა სახის სწრაფი გადახდის ავტომატები და ატრაქციონები – აღნიშნული ტიპის პროდუქციით დაკავებული ტერიტორიის 1 კვ.მ-ის საფასური თვეში განისაზღვროს 10 ლარის ოდენობით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე              გ. კირთაძე

კრებსითი — სრული ვერსია