|
,,საგარეჯოს მინიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
თანახმად ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №22 დადგენილებაში, კერძოდ: |
1.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის სამსახური არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დასაქმების, შრომის, დევნილთა და იძულებით და გადაადგილებულ პირთა მომსახურების საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.". |
2.
დებულების მე-3 მუხლიდან ამოღებულ იქნეს ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,თ’’, ,,ი’’, ,,კ’’, ,,ლ’’, ,,მ’’, ,,ნ’’ და ,,ო’’ ქვეპუნქტები. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|